საგაზაფხულო სესიის გახსნამდე პარლამენტში რიგგარეშე სესია მოწვეული არ იქნება, - ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტი მუშაობას საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, რეგლამენტით დადგენილ ვადებში განაახლებს. რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს - 2 თებერვალს გაიხსნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.