ამერიკის შეერთებულ შტატებში ლატარეის რეკორდულად მაღალი ჯეკპოტის, 1.6 მილიარდი დოლარის გამარჯვებული, სულ მცირე სამი ბილეთია. გამარჯვებული ბილეთები Powerball -ის ჯეკპოტში - კალიფორნიაში, ტენისისა და ფლორიდაში გაიყიდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ რამდენიმე საათი იქნება იმისათვის საჭირო, გაიგონ, არის თუ არა კიდევ სხვა გამარჯვებული ბილეთები.
ოთხშაბათს, ამერიკის ქალაქებში ათასობით ადამიანი იდგა მაღაზიების რიგებში იმ იმედით, რომ რომელიმე მათგანს 292 მილიონი ერგებოდა. ჯერჯერობით ლატარეაში გამარჯვებულთა იდენტიფიკაცია არ მომხდარა.
ლატარეაში გამარჯვებულები 1.586 მილიარდ აშშ დოლარს გაინაწილებენ. მათ შეეძლებათ თავიანთი მოგებული თანხა ყოველწლიურად, 29 წლის განმავლობაში მიიღონ ან აირჩიონ ერთჯერადად 930 მილიონის მიღება. ამასთან, მთავრობა ამხელა თანხის მოგებისას თავის კუთვნილ პროცენტს მიიღებს, 39.6% ფედერალური საშემოსავლო გადასახადის სახით, რასაც შესაძლოა დაემატოს სხვა ნებისმიერი გადასახადი, რაც შეიძლება მშობლიურმა შტატმა დააწესოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.