„ჩვენ ავღმართავთ ჩვენს სახელმწიფო დროშას იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს ვართ თავისუფალი ქვეყანა და მეტიც, მზად ვართ, დავიცვათ ეს თავისუფლება“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტები მიიღო და მათ სიტყვით მიმართა.
„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ჩვენ კანონის მოთხოვნების შესაბამისად დავამზადეთ ეროვნული დროშის ორიგინალი. ორიგინალი, რომელიც საქართველოს გერბთან ერთად, პრეზიდენტის სასახლეში იქნება დაბრძანებული. დღეს, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, ბუნებრივია, პირველ რიგში, პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც ამ დროშისთვის ეწამა და სისხლი დაღვარა, ვინც სამშობლოსთვის დაიღუპა. მრავალი საუკუნის განმავლობაში ვინც იბრძოდა ჩვენი ქვეყნის ძლიერებისთვის. მარადიული ხსოვნა მათ ნათელ სახელებს.
ჩვენი დროშა არის ისტორიული გმირობის მატარებელი, მაგრამ დროშა არა მხოლოდ წარსულისკენაა მიმართული, არამედ მიმართულია მომავლისკენ. როდესაც ჩვენ სახელმწიფოს სიმბოლოსთვის ვერთიანდებით, ჩვენ ყველა ვფიქრობთ იმ გამარჯვებებზე, რომლებსაც ჩვენ მომავალში მოვიმკით. ვფიქრობთ იმ წარმატებებზე, რომლებიც ჩვენს ერს უწერია. უბრალოდ აბსტრაქტულად კი არ ვცემთ პატივს სახელმწიფოებრივ სიმბოლოებს, არამედ ნათლად ვხედავთ, რომ ეს არის ინსტრუმენტები ჩვენი მთავარი მიზნების განსახორციელებლად. დროშას აღმართავენ მაშინ, როდესაც სულს სწყურია თავისუფლება. დროშას აღმართავენ ყველაზე მაღლა იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს, ყველამ იამაყოს. როდესაც ჩვენ აღვმართავთ ამ დროშას, ჩვენ ვზეიმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ჩვენ აღვმართავთ ამ დროშას იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყანა და მეტიც, მზად ვართ, დავიცვათ ეს თავისუფლება. გილოცავთ იმ მომავალ გამარჯვებებს, რომლებსაც ერთად მივაღწევთ, ჩვენ ერთი წარსული გვაქვს, ერთი ქვეყანა გვაქვს. გილოცავთ დროშის დღეს“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.