პატრიარქი: აუცილებლად გვაკმარებს უფალი ტანჯვას, ჩვენ ამისთვის ვლოცულობთ
14-01-2016, 08:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ჩვენ ვლოცულობთ, რათა მოხდეს შეერთება და დაახლოება ადამიანსა და უფალს შორის" - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე განაცხადა.

 

 

 

უწმინდესმა სიონში სამოქალაქო ახალ წელთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა და ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა ყველას მიულოცა ახალი წელი, სიხარული, სიყვარული, მშვიდობა უსურვა საქართველოს და მთელ მსოფლიოს.

 

 

"ჯოჯოხეთში სასუფევლამდე აღმართულია კიბე და ზოგი მაღლა მიდის, ზოგი დაბლა. როდესაც ჩვენ ვეკითხებით ჩვენს თავს, შეიცანი თავი შენი, ჩვენ უნდა შევეკითხოთ ჩვენს თავს, ამ კიბეზე სად ვართ და საით მივდივართ. ღმერთმა ინებოს, რომ ყველანი მაღლა წავიდეთ.

 

 

ჩვენ შევთხოვთ უფალს, მომავალი წლები იყოს მშვიდობიანი. აუცილებლად გვაკმარებს უფალი ტანჯვას, თუ ჩვენ ახლოს ვიქნებით უფალთან, თუ ჩვენ გავუღებთ მას კარს. ჩვენ ამისთვის ვლოცულობთ. მოხდეს შეერთება და დაახლოება ადამიანსა და უფალს შორის", - განაცხადა პატრიარქმა. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი