საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში "ახალი სახეების მოლოდინი აუცილებლად უნდა იყოს და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს". საარჩევნო სიის ფორმირების პროცესში კი, კვაჭანტირაძის თქმით, მთავარი კრიტერიუმი პირის პროფესიონალური გამოცდილება და საპარლამენტო მუშაობისთვის გამოსადეგობა იქნება.
კვაჭანტირაძე დარწმუნებულია, რომ 2016 წლის არჩევნებში მმართველი გუნდი კოალიციის სახით მიიღებს მონაწილეობას. "ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაცხადებულა, რომ ძირითადი აქცენტი პროფესიონალიზმზე გაკეთდება, მაგრამ ასე ხაზგასმით მსახიობებისა და და სპორტსმენების თემის ტრიალი, სწორი არ არის. 150 კაცში ნუთუ ამდენი მსახიობი და სპორტსმენია, რომ ეს საქილიკო და მუდმივად განსახილველი თემა იყოს?! შესაძლოა მომავალ პარლამენტში მათი რიცხვი იყოს ნაკლები, ან იყოს – მეტი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია განხილვის პროცესზე", - აღნიშნა კვაჭანტირაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.