"2016 წელს უკრაინის სუვერენიტეტი აღდგება ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე" - განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"დონბასის დაბრუნება გადაწყდება პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით", - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
პოროშენკო გამოდის წინადადებით, შეიქმნას საერთაშორისო დიპლომატიური მექანიზმი ყირიმის ნახევარკუნძულის დეპოლიტიზაციისთვის.
"ასეთი მექანიზმის დანერგვისთვის ოპტიმალური ფორმატია "ჟენევა პლუსი" ჩვენი პარტნიორების მონაწილეობით ევროკავშირიდან, აშშ-დან და შესაძლოა, ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმომწერი ქვეყნებიდან" - განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.