პრეზიდენტის სასახლეში დროშის დღესთან დაკავშირებით მიღება გაიმართა
14-01-2016, 12:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა დღეს პრეზიდენტის სასახლეში მიღებით დასრულდა. მიღება პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის და პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას სახელით გაიმართა და მას საქართველოს მთავრობის, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ჰერალდიკის საბჭოს წევრები დაესწრნენ.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საზეიმო მიღებაზე გამოიფინა პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ წარმოდგენილი შუა საუკუნეების (XIV-XVIსს) პორტოლანები (საზღვაო რუკები), რომლებზეც საქართველო გამოსახულია ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით. საქართველოს ახალი ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშად, 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა "საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა. სწორედ ამ კანონის მიღების დღე, 14 იანვარი დადგინდა სახელმწიფო დროშის დღედ, თუმცა სახელმწიფო დროშის დღე, კანონის მიღების შემდეგ, მხოლოდ ერთადერთხელ, 2012 წელს აღინიშნა.

 

 

საქართველოს სახელმწიფო დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია მაცხოვრის და ოთხი მახარობლის სიმბოლური გამოსახულებაა. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, დროშის დღე საქართველოს რეგიონებში აღინიშნა. სპეციალურად დღევანდელი დღისთვის სახელმწიფო დროშის ორიგინალი დამზადდა, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში, გერბის ორიგინალთან ერთად, სასახლეში საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე შეინახება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი