თურქეთის დასავლეთით, იზმირის პროვინციის სანაპიროსთან შვიდი არალეგალი მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც სააგენტო "ანადოლუ" იტყობინება, გარდაცვლილთა ცხედრები ადგილობრივმა მოსახლეობამ აღმოაჩინა.
სამართალდამცველებმა გამოძიება უკვე დაიწყეს. 2015 წლის განმავლობაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, საზღვაო გზით ევროპაში 847 ათასი დევნილი შევიდა, რომელთაგან 805 ეგეოსის ზღვაში ჩაიძირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.