კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ გურამიშვილის მარანში გამართული კორპორაციული შეკრება დასრულდა. შეკრებას ყოფილი პრემიერ-მინისტრები, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე მოქმედი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე პოლიტიკურ საკითხებზე საუბარი მინიმალური დოზით მიმდინარეობდა.
"ახალი წელი მივულოცეთ ერთმანეთს. იყო მოკრძალებული სუფრა და ვფიქრობ, კარგი საღამო გამოვიდა. უახლოეს დღეებში, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია კოალიციურობა და სიები, ყველაფერზე გექნებათ პასუხები. დღეს იყო ახალი წლის აღსანიშნავი საღამო. სპორტსმენები იქნებიან სიებში, მსახიობები, ზეინკლები, თუ იურისტები, ეს, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობა მოითხოვს, ისე იქნება ჩვენი გუნდის მხრიდან. ეს არის გუნდი, რომელიც არის უშლელი და ირაკლი ღარიბაშვილიც იყო სტატუსით, რასაც ჰქვია მეგობარი და ამ გუნდის წევრი", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.