უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების შეყვანას რუსეთის პარლამენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა
01-03-2014, 19:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის ფედერაციის პარლამენტის ზედა პალატამ (87 მომხრე) უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების შეყვანას მხარი დაუჭირა. ამას წინ უძღოდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტების მიერ გამოხატული მხარდაჭერა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართვისადმი.

 


აღსანიშნავია, რომ სხდომაზე ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კლიშასმა განაცხადა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელსაც რუსული მხარე უკრაინის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებს, პუტინის ინიციატივას მხარს უჭერს.

 


ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების შეყვანის თხოვნით დღეს მიმართა.

 


"ექსტრაორდინარული ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც უკრაინაშია და საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლეს, ასევე ემქურება ჩვენ თანამემამულეებს, ყირიმში განლაგებულ რუს სამხედროებს, რუსეთის კონსტიტუციის 102-ე მუხლის 1 პუნქტის მიხედვით, შემომაქვს მიმართვა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეირაღებული ძალების გამოყენებას გულისხმობს, ამ ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დარეგულირებამდე," ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საბჭოსადმი პუტინის მიერ გაკეთებულ მიმართვაში.

 

 

პარლამენტის ზედა პალატამ ასევე მოითხოვა გამოიწვიონ რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შეერთებული შტატებიდან. 

 

 

 

2001 წლის მონაცემების მიხედვით, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის, რომელიც 1954 წელს რუსეთმა უკრაინას გადასცა, მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა პროცენტულად ასე ნაწილდება:

 

 

ეთნიკური რუსები - 58, 5%

 


ეთნიკური უკრაინელები - 24, 4 %

 


ყირიმელი თათრები - 12, 1%

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი