ფოთში პროკურორის მანქანისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მთავარ პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა. საქმეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს.
ფოთის პროკურორის მანქანას ცეცხლი წუხელ გაუხსნეს. "ჰიუნდაის" ჯიპის ავტომანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. საჭეს თავად პროკურორი, ალექსანდრე გოგუაძე მართავდა. შემთხვევის შედეგად ის არ დაშავებულა. პროკურორი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს. პირი, რომელმაც გასროლა განახორციელა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ფოთის პროკურორის ავტომანქანას, სავარაუდოდ, 4 ტყვია აქვს მოხვედრილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.