მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ბატონ გიორგი მღებრიშვილს და ყველა პოლიციელს, რომელიც სამართლიანად იმოქმედებს დანაშაულის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება დანაშაულთან ბრძოლის შესახებ. მან თქვა, რომ არანაირი თხოვნა არ იქნება გათვალისწინებული არც თანამდებობის პირის, არც მასთან დაახლოებული ადამიანების მხრიდან. მე მინდა ჩემი მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ბატონ გიორგი მღებრიშვილს და ასევე ყველა პოლიციელს მინისტრთან ერთად, რომელიც სამართლიანად იმოქმედებს დანაშაულის წინააღმდეგ," განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.