გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობამ საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით აქტიური მუშაობა დაიწყო და განიხილება საქართველოში ესტონური მოდელის ელემენტების დამკვიდრება.
"ჩვენ აქტიურად ვიხილავთ საგადასახადო სისტემის ესტონური მოდელის ელემენტების დამკვიდრებას საქართველოში. კერძოდ, საქმე ეხება მოგების გადასახადის დაბეგვრას მხოლოდ და მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში, ანუ საუბარი ეხება იმას, რომ მოგება, რომელიც შეიქმნება კომპანიებში, ეკონომიკაში, დაიბეგრება მხოლოდ და მხოლოდ განაწილების დივიდენდად გაცემის შემთხვევაში. ხოლო თუ მოხდება მოგების რეინვესტირება, კომპანიები არ გადაიხდიან მოგების გადასახადს. ეს ხელს შეუწყობს საინვესტიციო რესურსისა და ადგილზე არსებული პოტენციალის მობილიზებას," განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, შესაბამის კანონპროექტს მთავრობა უახლოეს პერიოდში განიხილავს.
"ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა სავალუტო ფონდის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან. რა თქმა უნდა, მაქსიმალურს გავაკეთებთ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან პარტნიორობის შენარჩუნება. ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი უკვე მზა კანონპროექტი განვიხილოთ მთავრობის სხდომაზე და შემდეგ გადავაგზავნოთ პარლამენტში. კონსულტაციები ამ მიმართულებით საპარლამენტო გუნდთანაც მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხს არა მხოლოდ უმრავლესობის წევრები დაუჭერენ მხარს," აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.