მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საკითხში უკან ნაბიჯი არ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელშიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ახალი პარტიების შემოტანასა და რეგისტრაციის აკრძალვაზეა საუბარი, "ათასგვარი პოლიტიკური სპეკულაციები ატყდა".
"პირველ რიგში მინდა გავაკეთო განმარტება, რომ საქართველოში არსებული უკვე შემოტანილი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებს მათი გადაფორმება რამდეჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ შეეძლებათ. არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, არავინ ამ ადამიანების საკუთრებას არ ეხება ანუ მათ, ვისაც უკვე შეძენილი აქვს ამ ტიპის მანქანა, შეუძლიათ რამდენჯერაც ნებავთ, იმდენჯერ გაასხვისონ, გადააფორმონ და ა.შ.", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, "ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი".
"მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილის ნება და ვთქვა, რომ ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი და ამ საკითხში ნაბიჯი უკან არ იქნება. ეს ემსახურება, უპირველეს ყოვლისა, თბილისის მცხოვრებლების ინტერესებს, რადგან დედაქალაქში საშინელი მდგომარეობაა. გადატვირთულია მოძრაობა და ეს სიტუაცია თუ ასე გაგრძელდა, სულ უარესი და უარესი მდგომარეობა გვექნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.