საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა დოლიძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მეზღვაურთა სასწავლო და საწვრთნელი ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრას საზღვაო აკადემიის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.
ანა დოლიძემ სტუდენტებთან ქვეყნის სამხედრო-საზღვაო სფეროს განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა და ყურადღება საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საზღვაო აკადემიასა და თავდაცვის სამინისტროს შორის სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე გაამახვილა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ვიზიტის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ საზღვაო აკადემიის ბაზაზე არსებული მეზღვაურთა სასწავლო და საწვრთნელი ცენტრი დაათვალიერა. ცენტრში არსებული თანამედროვე მატერიალურ–ტექნიკური ბაზა მეზღვაურებს საშუალებას აძლევს, საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი მიიღონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.