ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის პირველი რიგგარეშე სხდომა გაიმართა
15-01-2016, 02:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს თავმჯდომარის ედიშერ ჯობავას თავმჯდომარეობით საკრებულოს 2016 წლის პირველი რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.


ხობის საკრებულოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი: განკარგულების პროექტი „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2016 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მომზადდა წინადადება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2016 წლისთვის განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, რაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფისთვის უნდა წარედგინოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.


ამ ეტაპზე გამგეობის მხრიდან მომზადებული იყო შემდეგი საკითხები: ა) ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში და ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭითაუშკურში წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით; ბ) ხობის №1 და №2 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით; გ) კულტურულ საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით; დ) ქ. ხობში ქუჩების კეთილმოწყობის (მოასფალტების) სამუშაოებთან დაკავშირებით; ე) ხობის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის აღდგენასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი დადებითად იქნა გადაწყვეტილი.


სხდომაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ საკრებულოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულია ტენდერი შიდა სახელმწიფოებრივი გზის ხობი-ახალსოფელი- რკინიგზის სადგურის 10-კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ, რომელიც 6.839 473 ლარით არის განსაზღვრული.


დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი