„რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად ჩემი წარდგენა არის დიდი პატივი ჩემთვის. მადლობას მოვახსენებ ყველა იმ კლუბს და ყველა იმ მორაგბეს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა“ - განცხადება ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვეტერანმა მორაგბემ, ილია ზედგინიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ზედგინიძის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართული რაგბი იყოს წარმატებების მომტანი ქევეყნისთვის.
პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ირაკლი აბუსერიძე და ირაკლი მაჩხანელი, რომლებიც არიან ზედგინიძის გუნდის წევრები.
ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, თავადაც აპირებდა ხელმეორედ კანდიდატურის წარდგენას, თუმცა, ილია ზედგინიძის კანდიდატურის წარდგენის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. მისივე თქმით, ის სრულ მხარდაჭერას უცხადებს „ბორჯღალოსნების“ ყოფილ კაპიტანს.
„ჩვენ არაერთხელ გვისახელებია ჩვენი ქვეყანა და ასევე ვეცდებით წარმატებები გვქონდეს ამ სფეროში“ - აღნიშნა აბუსერიძემ.
პრესკონფერენციას ქართული რაგბის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლების გარდა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებიც ესწრებოდნენ.
„მე რაგბიში ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ილია ზედგინიძე ქართული რაგბის განვითარებას ნამდვილად წაადგება“ - აღნიშნა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ნუგზარ მალაღურაძემ.
შეგახსენებთ, რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 იანვარს გაიმართება. პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია კი 18 იანვარს სრულდება. ცნობილია, რომ პრეზიდენტობისთვის ილია ზედგინიძის გარდა, გოჩა სვანიძეც იბრძოლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.