ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს აქვს მცურავი გაცვლითი კურსი, რომელშიც შიდა და გარე შოკი უკვე დიდი ხანია ასახულია და აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანში არსებული სავალუტო კრიზისის გავლენა საქართველოზეხელშესახები არ იქნება.
"ჩვენ ძალიან აქტიურად ვაკვირდებით იმ მოვლენებს, რომლებიც ახლა აზერბაიჯანში მიმდინარეობს. ჩვენს ქვეყანას აქვს მცურავი გაცვლითი კურსი, რომელშიც შიდა და გარე შოკი უკვე დიდი ხანია ასახულია... რაც შეეხება აზერბაიჯანიდან სიტუაციის ჩვენს ქვეყანაზე გადმოცემას, სავარაუდოდ მოხდება, თუმცა დღეის მდგომარეობით, ეს გადმოცემა მინიმალური იქნება," აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.