თინა ხიდაშელი: ამერიკელებს სურთ დაგვიმტკიცონ, რომ წვლილი, რომელიც ჩვენ შეგვაქვს უსაფრთხოებაში აბსოლუტურად შეუფასებელია
15-01-2016, 04:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქაბულის შემდეგ თინა ხიდაშელი გენერალური შტაბის დელეგაციასთან ერთად ბაგრამის საავიაციო ბაზას ესტუმრა, სადაც ამჟამად "მტკიცე მხარდაჭერის" მისიას 22-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის ოცეულის პირადი შემადგენლობა ასრულებს.


თავდაცვის მინისტრი ბაგრამის საავიაციო ბაზის ხელმძღვანელს, გენერალ-მაიორ როჯერ ბანისტერსაც შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა თინა ხიდაშელთან საუბრისას ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და 2015 წლის 21 დეკემბერის ინციდენტისას ამერიკელი სამხედროების გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა.


"ძირითადად ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების გარემოზე ვისაუბრეთ, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების როლზე. გენერალმა მადლობა გადაგვიხადა ბოლო ინციდენტის დროს ქართველი სამხედროების მიერ გამოჩენილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის, როდესაც მათ აფეთქების შედეგად დაჭრილი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები გადაარჩინეს. ასეთი ამბები შეუმჩნეველი არ რჩებათ ამერიკელებს. ისინი მუდმივად გამოხატავენ მადლიერებას და სურთ დაგვიმტკიცონ, რომ წვლილი, რომელიც ჩვენ შეგვაქვს უსაფრთხოებასა და ამ ბაზის საქმიანობაში, აბსოლუტურად შეუფასებელია. ჩვენც ვცდილობთ, რაც შეიძლება ამაყად ვატაროთ ქართული დროშა", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა ამერიკელ გენერალთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.


თავდაცვის მინისტრმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ ქართულ კონტინგენტთანაც გამართა შეხვედრა. 22-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მანუჩარ ბარბაქაძემ დელეგაციას ქართული ქვედანაყოფის შტაბის შემადგენლობა წარუდგინა და სამოქმედო არეალში შექმნილი ვითარება გააცნო.


თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ქართველი სამშვიდობოების პრობლემებიც მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა. სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით კი, 22-ე ბატალიონმა თინა ხიდაშელს ავღანეთში სამხედრო ბაზაზე აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშა საჩუქრად გადასცა. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის უწყების დელეგაცია ქართველი სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალსაც დაესწრო. 22-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის იმ სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც 2015 წლის 21 დეკემბერის ინციდენტისას ამერიკელი ჯარისკაცების გადარჩენაში უშუალოდ იყვნენ ჩართულები, უწყებრივი მედლები "სიცოცხლის გადარჩენისთვის" მიიღეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი