ელისო კილაძე: სანდრო ბრეგაძეს სპეცსახსრებიდან მოთხოვნილი აქვს 30 ათასი დოლარი ე.წ ზვიადისტთა წინააღმდეგობის ჯგუფების ჩამოსაყალიბებლად
15-01-2016, 04:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაზეთ "ქრონიკა+-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟზე, აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებული სპეციალური ჯგუფი მუშაობს. ამის შესახებ კილაძემ  დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

 

 

კილაძის თქმით, ეს არის მარგინალთა ერთი ჯგუფი, ამ ჯგუფის შემადგენლობაში კი  ორი მაღალჩინოსანი შედის. ესენი არიან: სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი და დიასპორის მინისტრის მოადგილე, სანდრო ბრეგაძე. ჯგუფის შემადგენლობაში  შედიან ასევე "მარშალ პრესის" წარმომადგენლები, ლადო სადღობელაშვილი და "ასავალ-დასავალი"-ს ჟურნალისტი, ზაზა დავითაია.

 

 

"ჯგუფის მიერ იგეგმება მძიმე პროვოკაცია  - პირველი ეს არის, რომ გადაწყვიტეს დააშანტაჟონ ალექსანდრე ელისაშვილი და ზვიად ქორიძე.

 

 

მეორე პროვოკაცია - სამეგრელოს რეგიონში, ე.წ ზვიადისტთა წინააღმდეგობის ჯგუფების შექმნა. ეს ჯგუფები გამოყენებული იქნება გაზაფხულიდან არჩევნების ჩათვილით. ეს არის ძალიან მძიმე გზა. ეს არის გზა სამოქალაქო ომისკენ. სანდრო ბრეგაძეს სპეცსახსრებიდან მოთხოვნილი აქვს 30 000 დოლარი, რომელიც ამ გეგმის განსახორციელებლად სჭირდება" - აღნიშნა კილაძემ.

 

 

გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარმა რედაქტორმა მოუწოდა საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნული საკითხის შესწავლა.

 

 

"უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს როგორ იხარჯება სახსრები სუსი-სგან და როგორ იხარჯება სპეცსახსრები. ამ ადამიანებმა თანამდებობები უნდა დატოვონ, რადგან ეს არის ჯგუფი, რომელიც აზიანებს მთავრობისა და სპეცსამსახურის იმიჯს"- განაცხადა კილაძემ.



 

კომენტარები: 1
#1   თამარი
      
ქალბატონო ელისო ! ნუთუ ვერ ხვდებით რომ თქვენი ეს აგორებული კამპანია რომ არაფრის მომტანი არ არის რადგან არგუმენტები არ გაგაჩნიათ და საუბრობთ იმას , რაც ნაცმოძრაობამ დაგავალათ ?

რამე დაამტკიცეთ მაინც 1 წელია ლაპარაკობთ მხოლოდ და მხოლოდ მეტი არაფერს არ აკეთებთ.

გადაწვდა ბრეგაძესაც რა მარაზმია :) ამ კვირაში დიდი ტირაჟით გაიყიდება ქრონიკა + ისე ენმ მაგარ სამსახურში უდგას კილაძეს გარდა იმისა რომ ფეისბუქ დარეკლამენაში უხდიან მაგას ფულს გაზეთსაც უვსებენ ამ... !!

აი ახლა მართლა მაგარი საცემი არ არის ეს ძუკნა ვის აბრალებს ზეწოლას და დაშინებას მაშინ როცა ცხრა წლის განმავლობაში დაშინების და ზეწოლის ქვეშ იყო ტელევიზიიდან დაწყებული უბრალო მოქალაქით დამტავრებული ყველა და ყველაფერი ეს ქუჩის ქალი მართლა ნათრევი ძუკნა რა სირცხვილით აბრალებს მათ ამ ჯგუფის შემნას!!! გამოთრეულიყო თავის დროზე და გაეპროტესტებინა ის რაც მართლა დაუფარავად ხდებოდა და ქუჩაში კლავდნენ ახალგაზრდებს ეს პირუტყვი ქალი ეს !!!
16 იანვარი 2016 06:11
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი