ამერიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებები არასდროს არ დაწყებულა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ შორის არსებობს ჩამოყალიბებული, მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიცო დიალოგი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვიხილავთ ამ შესაძლებლობასაც", - განაცხადა ჯანელიძემ. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებთან საქართველოს სტრატეგიული უთიერთობებით განსაზღვრული ყველა მიმართულება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. "მათ შორის არის ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი ხელშეწყობა, რომელშიც იგულისხმება შესაძლო თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბება. ეს პროცესი მუმდივად განიხილება აშშ-სთან და ვიხილავთ იმ შესაძლებლოებებს, რომელიც ორივე მხარეს მისცემს შესაძლებლობას, ხელი შეუწყონ ურთიერთვაჭრობას და ინვესტიციების მოზიდვას," აღნიშნა ჯანელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.