მიხეილ ჯანელიძე: საფრანგეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის ვადების შემცირებაზე გადაწყვეტილება არ მიუღია
15-01-2016, 04:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საფრანგეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ტურისტულ ვიზებზე პასუხის მიღების ვადების შემცირებასთან დაკავშრებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.


“ეს გადაწყვეტილება არ არის, ეს არის განცხადება, რომელსაც რა თქმა უნდა მივესალმებით. ყველა გამარტივებული პროცესი საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენთვის პრიორიტეტულად რჩება რა თქმა უნდა ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის სრულად დასრულება და არა მარტო საფრანგეთში, არამედ შენგენის ზონებში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ქართველი მოქალაქეების უვიზოდ, მოკლევადიანი გადაადგილების შესაძლებლობის გაჩენა”, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.


საფრანგეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის მიღების ვადის შემცირების შესახებ ინფორმაცია "ფრანს 24" -მა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლორან ფაბიუსის განცხადების საფუძველზე გაავრცელა.


ფაბიუსის თქმით, ვიზის მიღების ვადა ხუთი ქვეყნის - საქართველოს, სომხეთის, თურქეთის, ვიეტნამის და ინდონეზიის მოქალაქეებს შეუმცირდებათ. ამ ქვეყნების მოქალაქეები, ტურისტულ ვიზას 2 დღეში, 48 საათში მიიღებენ, თუმცა ჯერჯერობით არ დასახელებულა თარიღი, თუ როდიდან ამოქმედდება ვიზების 2 დღეში მიღების წესი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი