"გიორგი ლილუაშვილის ერთადერთი დავალებაა, უფლებამოსილების შესრულებას ჩამოაშოროს არჩეული მერი და თავად გახდეს არაფორმალური მმართველი" - მის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა – თბილისის" თავმჯდომარემ, ირაკლი აბესაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. "
"ეს კიდევ უფრო მეტად გაართულებს წარმატებული პროექტების განხორციელებას, კიდევ უფრო მეტად შეუძლებელს გახდის, რომ თბილისელებმა იგრძნონ ცვლილებები დედაქალაქში. ქართუ ჯგუფი" სპეციფიური სუბიექტია, რომელსაც ფაქტობრივად ულევი ფინანსური რესურსი აქვს და არ გააჩნია კრიზისული სიტუაცია, როგორც დედაქალაქში გვაქვს. ლილუაშვილის გამოცდილება აბსოლუტურად არ შეესაბამება თბილისში არსებულ მძიმე და კრიზისულ მდგომარეობას. ამიტომ ჩვენ მის მუშაობასთან დაკავშირებით არანაირი სასიკეთო მოლოდინი არ გვაქვს", - აღნიშნა აბესაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.