ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატი თემურ ჭკუასელი ადასტურებს, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საგურამოში გამართულ წუხანდელ შეკრებაზე საპარლამენტო სიის შედგენასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
როგორც ჭკუასელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტის ის წევრები, რომლებიც საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან, გადაინაცვლებენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სსიპ-ებში, ან დაინტერესების შემთხვევაში, მასთან ბიზნესში. "ისიც გაკვრით ითქვა, რომ ქვეყნისთვის გასაკეთებელი ბევრია. სხვა სახის არანაირი პოლიტიკური განცხადებები არ ყოფილა. იქ, სადაც თამადა მე ვარ, სიმღერა და ხუმრობაა", - აღნიშნა თემურ ჭკუასელმა.
ჭკუასელმა თქვა, რომ გუშინდელი შეხვედრა პირადად მან გია ვოლსკისთან ერთად დაგეგმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.