სამთო კურორტებზე სპეციალური უსაფრთხოების ნორმები დაწესდება
15-01-2016, 05:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სამთო კურორტებზე უსაფრთხოების წესების რეგულირების შესაძლებლობებზე იმსჯელეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრაზე, რომელსაც შესაბამისი შინაარსის პეტიციის ავტორი პროფესიონალ მოთხილამურეთა ჯგუფი დაესწრო.

 

 

შეხვედრის ჩატარების ინიციატივა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს ეკუთვნოდა. მან მოწვეულ სტუმრებს გააცნო მის უწყებაში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც მიმართულია საქართველოს სამთო კურორტებზე სათხილამურო ტერიტორიებზე უსაფრთხოების ნორმების დასაწესებლად. მსგავსი კანონმდებლობა საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში არ მიღებულა.

 

 

შეხვედრამ კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა. შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პროექტი განსახილველად და მისი სრულყოფის მიზნით წინადადებების მოსამზადებლად. აღინიშნა, რომ წინადადებებს პეტიციის ავტორთა ჯგუფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ კვირაში გადაუგზავნის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი