აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნით რუსეთი საერთაშორისო კანონს არღვევს.
90 წუთიან სატელეფონო საუბარში ობამამ დაჟინებით მოუწოდა პუტინს რომ დააბრუნოს თავისი ჯარები ყირიმში დისლოკაციის პირვანდელ ადგილას.
ობამამ პუტინს განუცხდა, რომ მისი ქმედებები "საერთაშორისო კანონების, მათ შორის რუსეთის მიერ გაეროს ფუძემდებლური პრინციპებისადმი აღებული ვალდებულებების და 1997 წელს უკრაინასთან სამხედრო ბაზების შესახებ მიღწეული შეთანხმების, დარღვევაა," ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
პუტინის პასუხი იყო, რომ მოსკოვი იტოვებს უფლებას დაიცვას თავისი და ყირიმში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესები, ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
კრემლის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინმა "ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებისა და მათი თანამემამულეების სიცოცხლის ხელყოფისა და ჯანმრთელობის დაზიანების რეალური საფრთხე არსებობს."

ამასობაში კანადამ კონსულტაციების გამართვის მიზნით თავისი ელჩი მოსკოვიდან გაიწვია.
კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა განაცხადა, რომ ამავე დროს იგი აჩერებს სოჭში ამა წლის ივნისში დაგეგმილი დიდი რვიანის სამიტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს.
უკრაინის მოქმედმა ხელისუფლებამ, მას შემდეგ რაც რუსეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული ჯარების უკრაინაში გაგზავნის თაობაზე, თავისი საჯარისო ნაწილები სრულ საომარ მზადყოფნაში მოიყვანა.
გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი, მხარეებს დიალოგისა და კრიზისის მშვიდობიანი გზის გადაწყვეტისაკენ მოუწოდებს.
გაეროს უშიშროების საბჭოს შესაძლებლობები, გადამჭრელი ზომები მიიღოს უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად, შეზღუდულია, რადგან მისი 5 მუდმივმოქმედი წევრიდან ერთ-ერთი რუსეთია, რომელსაც შეუძლია ვეტო დაადოს მისთვის არასასურველ ნებისმიერ გადაწყვეტილებას.
რუსეთის ფედერაციის პარლამენტის ზედა პალატამ (87 მომხრე) უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების შეყვანას მხარი, გუშინ, 1 მარტს, დაუჭირა. ამას წინ უძღოდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტების მიერ გამოხატული მხარდაჭერა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართვისადმი.
აღსანიშნავია, რომ სხდომაზე ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კლიშასმა განაცხადა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელსაც რუსული მხარე უკრაინის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებს, პუტინის ინიციატივას მხარს უჭერს.

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების შეყვანის თხოვნით გუშინ, 1 მარტს, მიმართა.
"ექსტრაორდინარული ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც უკრაინაშია და საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლეს, ასევე ემქურება ჩვენ თანამემამულეებს, ყირიმში განლაგებულ რუს სამხედროებს, რუსეთის კონსტიტუციის 102-ე მუხლის 1 პუნქტის მიხედვით, შემომაქვს მიმართვა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეირაღებული ძალების გამოყენებას გულისხმობს, ამ ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დარეგულირებამდე," ნათქვამია რუსეთის პარლამენტის ზედა პალატისადმი პუტინის მიერ გაკეთებულ მიმართვაში.

2001 წლის მონაცემების მიხედვით, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის, რომელიც 1954 წელს რუსეთმა უკრაინას გადასცა, მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა პროცენტულად ასე ნაწილდება:
ეთნიკური რუსები - 58, 5%
ეთნიკური უკრაინელები - 24, 4 %
ყირიმელი თათრები - 12, 1%
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.