გიორგი ლილუაშვილი: მეამაყება, რომ “ქართუ ჯგუფში” ვმუშაობდი
15-01-2016, 07:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე მეამაყება, რომ “ქართუ ჯგუფში” ვმუშაობდი, – ასეთი პასუხი გასცა თბილისის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ლილუაშვილმა საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს სევდია უგრეხელიძეს.

 

 

თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, რომლის პირველ საკითხად დეპუტატებმა თბილისის მერის მოადგილის პოსტზე გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა უნდა განიხილონ.

 

 

სხდომაზე გიორგი ლილუაშვილი დეპუტატებს თბილისის ვიცე მერმა, ლაშა აბაშიძემ წარუდგინა, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს გიორგი ლილუაშვილმა უპასუხა.

სევდია უგრეხელიძემ კითხვით მიმართა გიორგი ლილუაშვილს აქვს თუ არა უხერხულობა მას იმის გამო, რომ იგი “ქართუ ჯგუფში” მუშაობდა ბიძინა ივანიშვილთან და “პანორამა თბილისთან” ასოცირდება. სევდია უგრეხელიძის განცხადებით, გიორგი ლილუაშვილს შესაძლოა მომავალშიც მოუწიოს ასეთი პროექტების და მითითებების განხორციელება. გიორგი ლილუაშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მხოლოდ “ქართუ ჯგუფს” არ უკავშირდება მისი საქმიანობა. იგი იყო “საქართველოს ავიახაზებში”, “აირზენაში”, ფინანსთა სამინისტროში, მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციაში კი საბაჟო სამსახურს წარმოადგენდა. მისივე თქმით, “ქართუ ჯგუფის” განხორციელებულია ისეთი პროექტები, როგორიც არის ბოტანიკური ბაღის გადარჩენა, რამდენიმე თეატრის რეაბილიტაცია და სხვა პროექტები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი