საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე საქართველოში ამერიკის ელჩს, იან კელის საქმიან სადილზე შეხვდა. შეხვედრა იან კელის მიწვევით ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა, სადაც მთავარმა პროკურორმა პროკურატურის განვითარების ექვსწლიანი სამოქმედო პროგრამის შემუშავებაზე და უწყების პრიორიტეტებზე ისაუბრა.
ირაკლი შოთაძემ ამერიკის ელჩს მადლობა გადაუხადა პროკურატურის რეფორმირებისა და განვითარების საქმეში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისათვის. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზეც, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს და უფრო ეფექტურს გახდის პროკურატურის რეფორმირების პროცესში ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.