დაბა ასპინძა და მუნიციპალიტეტში შემავალი 23 სოფელი მაღალმთიანი რეგიონის განვითარების სტატუსით ისარგებლებს
15-01-2016, 07:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2016 წლის 1 იანვრიდან, კანონი მაღალმთიანი რეგიონის განვითრების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტსაც მოიცავს. კერძოდ, საქართველოს მთვრობის გადაწყვეტილებით, დაბა ასპინძა და მუნიციპალიტეტში შემავალი 23 სოფელი (ასპინძა, აწყვიტა, გელსუნდა, დამალა, ვარგავი, ვარძია, ზემო ვარძია, თმოგვი, თოკი, იდუმალა, ივერია, მირაშხანი, ნაქალაქევი, ნიჯგორი, ოთა, ორგორა, ოშორა, სარო, საყუდაბელი, ტოლოში, ფია, ძველი, ჭობარეთი და ხიზაბავრა ) მაღალმთიანი რეგიონის განვითარების სტატუსით ისარგებლებს.


როგორც ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე აღნიშნავს, მაღალმთიანი რეგიონის განვითრების შესახებ კანონის მიღება დიდ შეღავათს მისცემს ასპინძის მუნიციპალიტეტს.


"ჩემი მთვარი მიზანია, ასპინძის მუნიციპალიტეტში დასაქმების პრობლემა შეძლებისდაგვარად მოგვარდეს. იმისათვის რომ ადგილობრივებს მუშაობის საშუალება მიეცეთ, უნდა გაიხსნას საწარმოები სოფლის მეურნეობის კუთხით. აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის მაღლმთიანი რეგიონის განვითრების სტატუსის მინიჭება. კანონი უკვე ძალაშია და მის ამოქმედებისათვის აქტიურად ვმუშაობთ. ახლა შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩემი დანაპირები დასაქმების თობაზე უახლოეს მომავალში შესრულდება და ასპინძის მუნიციპალიტეტი დემოგრაფიული პრობლების წინაშე აღარ აღმოჩნდება.


შეუძლებელია ეს პრობლემები ერთ ან ორ კვირაში მოგვარდეს. მას წლები სჭირდება. ჩვენ ნაბი-ნაბიჯ მივიწევთ წინ და მჯერა, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტში ჩემი მმართველობის პერიოდში მოხდება დასაქმების პრობლემის შედარებით მოგვარება,“ განაცხადა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან ცაბაძემ.


მაღალმთიანი რეგიონების განვითრების კანონით გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათები მაღალ მთაში მოქმედი გარკვეული საწარმოებისათვის, ფინანსური და სოციალური დახმარება მაღალმთიან რეგიონებში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის, სახელფასო დანამატები პედაგოგებისა და მედიცინის მუშაკებისათვის, სოციალური დახმარება პენსიონერებისათვის, შეღავათები ელექტროენერგიით სარგებლობისას და გათბობით უზრუნველყოფის საკითხში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ბიზნესისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი