საქართველოში, 2015 წელს, ფულადმა გზავნილებმა რუსეთიდან 276 მილიონი აშშ დოლარით იკლო, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატებიდან 18 მილიონით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელსაც თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, რუსეთის ეკონომიკის შესუსტება, საკმაოდ ნეგატიურად აისახება ქართულ ეკონომიკაზე. ნეგატიური გავლენის შერბილება კი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით განხორციელებაზეა დიდწილად დამოკიდებული.
„მოგეხსენებათ, მსოფლიოში ნავთობის ფასი ფაქტობრივად ყოველდღიურად კლებულობს და უკანასკნელი მონაცემებით ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი უკვე ფსიქოლოგიურ ზღვარს - ერთ ბარელზე 30 აშშ დოლარს ჩამოცდა, რაც სავსებით მისაღები იქნებოდა ქართველი მომხმარებლებლისთვის, რომ არა ერთი პატარა დეტალი, ჩვენი 2 მეზობელი (ერთიც მეგობრული, მეორე კი მტრულად განწყობილი) ძლიერ არის დამოკიდებული მოცემული ნახშირწყალბადის რესურსებზე.
რაც შეეხება რუსეთს, უახლესი მონაცენების თანახმად ფულადმა გზავნილებმა რუსეთიდან 2015 წელს, წინა წელთან შედარებით 276 მილიონი აშშ დოლარით იკლო (39%-ით), რაც საკმაოდ სოლიდური და მნიშვნელოვანი ოდენობის თანხაა, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯამურმა მაჩვენელმა 2014 წლის 1.44 მილიარდიდან, 1.08 მილიარდამდე (25%-იანი კლება). ფაქტობრივად, გამოდის რომ ფულადი გზავნილების ნაკადის შემცირება ¾-ით მხოლოდ რუსულ ფაქტორზეა დამოკიდებული (ამ შემთხვევაში რუსული ვალუტის გაუფასურება 76 რუბლი 1 დოლართან, პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოში განხორციელებულ ფულად გზავნილებზე), რაც ხაზს უსვამს რუსეთსზე საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან დამოკიდებულებას ამ კონკრეტული მიმართულებით.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, საინტერესოა რომ რუსეთის მიერ პოზიციების დათმობის ხარჯზე აბსოლუტურ მონაცემებში დაიკლო (121-დან 109 მილიონამდე) ფულადმა გზავნილებმა იტალიიდან, თუმცა სტრუქტურაში მისი წილი 8-დან 10%-მდე გაიზარდა. 22%-ით ან/და 18 მილიონით გაიზარდა ფულადი გზავნილები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. გასაკვირი არაა საბერძნეთიდან ფულადი გზავნილების ფაქტობრივი განახევრება 205-დან 117 მილიონიდანამდე. ხუთეულს ხურავს თურქეთი საიდანაც ფულადი გზავნილები დაახლოებით 1%-ით გაზრდა და 69 მილიონი აშშ დოლარის მაჩვენებელს მიაღწია.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, მას 2014 წელს საქართველოში შემოდინებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 20% ($341 მილიოანი) განახორციელა, 2015 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით კი ის თითქმის 40%-ს ($392 მილიონი) უტოლდება. ვაჭრობის თვალსაზრისით აზერბაიჯანი ქვეყნების ჭრილში ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი გახლავთ საქართველოსთვის, 2014 წელს ქართულმა ექსპორტმა აზერბაიჯანში 544 მილიონი აშშ დოლარი ან/და ექსპორტის 19% შეადგინა, 2015 წლის იანვარ-ნოებრის მონაცემებით კი 11%-ს აღემატება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია რომ აზერბაიჯანი გახლავთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი უამრავ რეგიონულ პროექტში, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი, მაგ.: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, შავი ზღვის ტერმინალი, საქართველოს შეღავათიანი პირობებით გაზით მომარაგება და ა.შ.

შეიძლება დავასკვნათ, რომ ერთი შეხედვით უწყინარი, ხოლო მეორე მხრივ ზოგიერთისთვის გასახარი ფაქტი - რუსეთის ეკონომიკის შესუსტება, საკმაოდ ნეგატიურად აისახება ქართულ ეკონომიკაზეც. ანალოგიური შეიძლება ითქვას აზერბაიჯანზეც. თუმცა, მეორე მხრივ საქართლოს უამრავი სხვა პარტნიორი ქვეყანა ჰყავს, რომელთან ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებამ შესაძლოა ზემოთ მოცემული ორი ქვეყნის ნეგატიური გავლენა შეუმჩნეველი დატოვოს, პირველ რიგში კი ამ მიმართულებით აღსანიშნავია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაძლებლობები, რომელიც წარმატებული განხორციელება დიდწილად სწორედ საქართველოზეა დამოკიდებული“ - ნათქვამია კვლევაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.