შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ პატრულ-ინსპექტორებს შეხვდა, რომლებიც გუდაურის სათხილამურო ტრასებზე ხვალიდან პატრულირებას განახორციელებენ.
მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების სათხილამურო გზებზე უსაფრთხოებისთვის დამატებითი ღონისძიებები განხორციელდება, რასაც რეგიონული პოლიციის დეპარტამენტების და შსს-ს სხვა რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები თავიანთი კომპეტენციისა და მოქმედების არეალში უზრუნველყოფენ.
გიორგი მღებრიშვილი პატრულ-ინსპექტორებს პროექტის მნიშვნელობაზე, სათხილამურო გზებზე უსაფრთხოების ღონისძიებებზე ესაუბრა და კონკრეტული დავალებები მისცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.