სულ მცირე 20 ადამიანია მოკლული ბურკინა ფასოს დედაქალაქში სასტუმროზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად
15-01-2016, 23:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაახლოებით 30 მძევალი გაათავისუფლეს ბურკინა ფასოს დედაქალაქ გუაგადუში სასტუმროზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, რამაც გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე 20 ადამიანი იმსხვერპლა.

 

 

BBC-ს თვითმხილველზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რამდენიმე ნიღბიანი მამაკაცი სასტუმროში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, მას შემდეგ, რაც გარეთ მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა.

 

 

კომუნიკაციის მინისტრმა რემის დანჯიმოუმ „თვითერზე“ დაწერა, რომ 30 მძევალი გათავისუფლებულია და ადგილმდებარეობის უსაფრთხოების დასაცავად სამხედრო ოპერაცია კვლავ გრძელდება. მან განაცხადა, რომ გათავისუფლებულთა შორის მშენებლობის მინისტრი კლემენტ სავადოგოცაა.

 

 

მისივე თქმით, 33 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მკურნალობის კურსს გადის. ამ დროისთვის უცნობია, კვლავ რჩება თუ არა ვინმე მძევლის სახით სასტუმროში.

 

 

დანჯინოუს განცხადებით, მძევლების თავდახსნაში საფრანგეთის სპეციალური ძალები და ბურკინა ფასოს ჯარები იყვნენ ჩართული.

 

 

ერთ-ერთმა ჯგუფმა, რომელიც ჯიჰადისტურ ქსელებს უწევს მეთვალყურეობას, განაცხადა, რომ 4-ვარსკვლავიან სასტუმროზე თავდასხმის პასუხისმგებლობა „ალ-ყაიდა ისლამურ მაგერბში“-მ აიღო.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი