პეტრე ცისკარიშვილი: "ჯეოტრანსგაზს" რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთიდან, კერძოდ "გაზპრომიდან" უკვე შემოაქვს გაზი
16-01-2016, 03:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"ნაციონალური მოძრაობა" კომპანია "ჯეოტრანსგაზის" მიერ "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობას არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ რა უნდა, რატომ ითხოვს რუსეთისგან გაზის შემოტანას.

 

"გრძელდება "გაზპრომის" გარშემო ატეხილი ამბავი. ეს ისტორია, რომელიც მიმდინარეობს მოსახლეობისგან აბსოლუტურად ფარულად. მთავრობას არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ რა უნდა, რატომ ითხოვს რუსეთისგან გაზის შემოტანას. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში მოვისმინეთ ძალიან ბევრი განსხვავებული პოზიცია, თუ რატომ არის აუცილებელი რუსეთისგან გაზის შემოტანა, დაწყებული იქიდან, რომ აზერბაიჯანული გაზი ძვირია, რაც სინამდვილეში ტყუილია, დასრულებული იმით, რომ ტექნიკურად არ აქვს თურმე აზერბაიჯანს საქართველოსთვის დამატებითი გაზის მოწოდების საშუალება, რაც ასევე ტყუილი აღმოჩნდა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია აბსოლუტურად შემთხვევით ერთ-ერთი კომპანიისგან, რომელმაც თვითონ გააკეთა განცხადება და თავი წარმოაჩინა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს კომპანია აშკარად იმალებოდა და საზოგადოებამ არ იცოდა, ამ კომპანიის არსებობის შესახებ - ეს არის "ჯეოტრანსგაზი", რომელსაც თურმე 2015 წლიდან მოყოლებული, ანუ რამდენიმე თვის განმავლობაში, რუსეთიდან, კერძოდ "გაზპრომიდან" უკვე შემოაქვს გაზი", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

 

ცისკარიშვილის თქმით, ჩნდება ეჭვები, რომ მთავრობა არის სწორედ ამ კომპანიასთან შეკრული იმისთვის, რომ "ერთად ძალიან დიდი ფული იშოვონ". "ისინი იმალებოდნენ, მაგრამ რატომღაც გადაწყვიტეს, რომ თითონ გააკეთონ განცხადება და გამოჩნდნენ, რაც, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, აჩენს დამატებით ეჭვებს, რომ მთავრობა არის სწორედ ამ კომპანიასთან შეკრული იმისთვის, რომ ერთად იშოვონ ძალიან დიდი ფული. დამატებითი გაზის შემოტანა ძალიან დიდი ალბათობით ისევ ამ კომპანიის მეშვეობით უნდა "ოცნების" ხელისუფლებას და აქედან გამომდინარე, ჩვენ "ნაციონალური მოძრაობა" ვითხოვთ, რომ გასაჯაროვდეს ხელშეკრულება, რომელიც როგორც თვითონ "ჯეოტრანსგაზის" ხელმძღვანელობის განცხადებით 2015 წელს დაიდო, რა ხელშეკრულებაა, რომელი თვიდან მოქმედებს, რა ფასად ყუდულობენ "გაზპრომისგან" გაზს, რა ფასად ყიდიან. შემდეგ სახელმწიფომ რა პირობებით დაუთმო მაგისტრალური გაზსადენი ამ კომპანია და ა.შ.", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

 

მისივე თქმით, ამ კომპანიის დამფუძნებელია ვინმე ოთარ იაშვილი, სხვა ინფორმაცია "ჯეოტრანსგაზის" გარშემო არ იძებნება. "ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ამ დიდი აბსურდული კვანძის რაღაც პატარა ნაწილის გახსნა, როდესაც ამ კომპანიამ თავი გამოყო და თითონ გამოვიდა სააშკარაოზე. რა თქმა უნდა, კვანძი გაცილებით დიდია, ამიტომ ის არგუმენტი ამ კომპანიის მხრიდან, რომ ხელშეკრულება შეიძლება იყოს კომერციული საიდუმლოება და ამას არ გაასაჯაროვებენ, არ იქნება გამართლებული, რადგან საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან დიდია", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

 

შპს "ჯეოტრანსგაზი" ბოლო დღეების განმავლობაში რუსულ კომპანია ,,გაზპრომსა" და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებს განცხადებით ეხმაურება.

 

"ბოლო დღეებში "გაზპრომთან" საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მოლაპარაკებებმა ჩვენს საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამ აჟიოტაჟმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს ჩვენი და სხვა კერძო კომპანიების საქმიანობის სტაბილურობასა და საიმედოობას ბუნებრივი აირის მოწოდების თვალსაზრისით. მოგახსენებთ, რომ შპს "ჯეოტრანსგაზს" გაფორმებული აქვს პირდაპირი კონტრაქტი შპს "გაზპრომექსპორტთან" და 2015 წლიდან აწარმოებს ბუნებრივი აირის იმპორტს რუსეთის ფედერაციიდან, რაც წარმოადგენს სუფთა კომერციულ ურთიერთობას ორ სუბიექტს შორის. გასულ დღეებში მედია-საშუალებებში ბატონებმა ზურაბ ტყემალაძემ და დავით მირცხულავამ გააჟღერეს ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, ინტერპრეტაციების თავიდან ასაცილებლად ვაკეთებთ აღნიშნულ განცხადებას: ჩვენი კომპანია, როგორც კერძო კომერციული სტრუქტურა - თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურისგან, მზად არის, გაზარდოს ბუნებრივი აირის იმპორტი რუსეთიდან საკუთარი ობიექტებისთვის და სხვა კომერციული მომხმარებლებისთვის, რითაც საჭიროების შემთხვევაში, აღმოიფხვრება საქართველოს ბაზარზე არსებული დეფიციტი", - ნათქვამია "ჯეოტრანსგაზის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი