შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის დავალებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გოგა რაზმაძემ, მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციისა და პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოთხილამურე პატრულის პროექტის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში გამართეს.
შს სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის წევრები გუდაურში ვიზიტის დროს, საპილოტე პროექტის დაწყებამდე, კიდევ ერთხელ ადგილზე გაეცნენ იქ არსებულ ვითარებას, დაათვალიერეს სათხილამურო ტრასები, ინფრასტრუქტურა, გაესაუბრნენ დამსვენებლებსა და სპორტსმენებს.
საპილოტე პროგრამა საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების გაძლიერებისთვის შემუშავდა. სიახლე უსაფრთხოების სტანდარტების ასამაღლებლად დამატებითი ღონისძიებების გატარებასა და მოთხილამურე პატრულის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ახალი პროგრამა შს მინისტრის ბრძანების საფუძველზე უახლოეს დღეებში ამოქმედდება. მიმდინარე წლის სეზონზე, პირველ ეტაპზე პროექტი გუდაურში განხორციელდება, მომავალ წელს კი მოთხილამურე პატრულირება უკვე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე დაინერგება.
უსაფრთხოების ღონისძიებებს რეგიონული პოლიციის დეპარტამენტების, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს სხვა რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები თავიანთი კომპეტენციისა და მოქმედების არეალში უზრუნველყოფენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.