ღმერთმა უწყის, კაცნი კი ბჭობენ, თუ როგორ წარიმართება რუსეთ-უკრაინის, საქართველოს და მთელი რეგიონის, მეტიც, მსოფლიოს განჭვრეტადი მომავალი... მაგრამ, ამასთან დაკავშირებით ერთ საკითხზე, რომელიც უწინარესად ქართველებს გვეხება, მინდა მოგახსენოთ ჩემი აზრი...
ვფიქრობ, რომ არასწორია და საქართველოსთვის წამგებიანი, ახლაც და განსაკუთრებით მომავალში, როდესაც ქართველი პოლიტიკოსები "წარამარა" ადარებენ ყირიმს, - აფხაზეთს და ე.წ. "სამხრეთ ოსეთს"! განსაკუთრებით იმ ასპექტში, რასაც რუსეთის მიერ ჩვენი ორი რეგიონის უკვე განხორციელებული და ყირიმის მოსალოდნელი ოკუპაცია ჰქვია... საქმე ის არის, რომ დიახ, ყირიმი დღეს უკრაინის ტერიტორიის ნაწილია, მაგრამ, იგი უკრაინის "შემადგენელი ნაწილი" გახდა 60 წლის წინ, როდესაც სსრკ-ს მეთაურმა ნიკიტა ხრუშჩოვმა, 1954 წლის ბრძანებულებით ყირიმი რსფსრ - ს შემადგენლობიდან "გამოიყვანა" და "გადასცა" უკრაინის სსრ - ს! მანამდე, ისტორიულად, არასოდეს ყირიმი არ ყოფილა უკრაინის ნაწილი და ვერც ერთი უკრაინელი ვერ იტყვის, რომ - ყირიმი უკრაინული მიწა-წყალია, ისევე როგორც რუსები ვერ იტყვიან ამას, თუმცა, - ყირიმი სწორედ რუსეთის იმპერიის მიერ ოსმალთა იმპერიის წინააღმდეგ წარმოებული სისხლისმღვრელი ომების წყალობით გახდა რუსეთის ნაწილი, 400 წლის წინ და მათ, რუსებს მეტი უფლებები აქვთ ამ ტერიტორიაზე, ვიდრე ვინმე სხვას, მათ შორის უკრაინელებს!.. ამიტომ, არ არის მართებული ყირიმის "ისტორიის" შედარება, ჩვენს ქართულ პროვინციებთან, რადგანაც აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც (ქართლი!) ქართველების ძირძველი მიწა-წყალია (3 ათასი წელი), რომელიც ქართველობამ ცოცხალი თავით არ უნდა დათმოს და არც დათმობს!!..
აქედან გამომდინარე, ყირიმის ნახევარკუნძულის პრობლემის და უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრობლემის გადაწყვეტა აბსოლუტურად მშვიდობიანადაა შესაძლებელი, თუ უკრაინა და უკრაინელი ერი გამოიჩენს გონებამახვილობას, დიდბუნებოვნებას, ისტორიულ სამართლიანობას და ხრუშჩოვის 60 წლის წინანდელ არასამართლიან გადაწყვეტილებაზე, უკრაინისთვის ყირიმის "ჩუქების" თაობაზე უარს იტყვის და "დაუბრუნებს საჩუქარს" მის ისტორიულად (400 წელი) კანონიერ მფლობელს, - რუსეთს!.. უკრაინის ეს ქმედება კი, უეჭველად, დღის წესრიგიდან მოხსნის რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების "სეპარატიზაციის" საკითხს!!..
მოკლედ, აი ამიტომ, არ შეიძლება, ყირიმ-აფხაზეთ-ცხინვალის "დაკავშირება"!..
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.