დედაქალაქის მერია ვარაუდობს, რომ გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ ხანძარი განგებ გააჩინეს
16-01-2016, 06:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერია დღეს, ძველ თბილისში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, დედაქალაქის მთავრობა გამოთქვამს ეჭვს, რომ ხანძრის გაჩენა მიზანმიმართულად მოხდა. მერიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

 

როგორც ცნობილია, დღეს, ლ.გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ გ.აბესაძის ქ.23/1-ში მდებარე სამშენებლო მოედანზე განთავსებულ მასალას, კერძოდ კი საკომუნიკაციო მილებს ცეცხლი გაუჩნდა.

 

 

ხანძრის შედეგად, გარდა სამშენებლო მასალისა, დაზიანდა უშუალოდ სამშენებლო ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე შენობის (აბესაძის 21-ის) სახურავის მცირე ნაწილი და ქუჩის მეორე მხარეს მდებარე სახლის (აბესაძის 20-ის) ხის აივანი, ფასადები.

 

 

დაზარალებულ მოსახლეობას ალტერნატიული თავშესაფრით უზრუნველყოფს თბილისის მერია, მისი შესაბამისი სტრუქტურების საშუალებით.

ცალკეული გარემოებების გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხანძარი ხელოვნურად არის გამოწვეული. კერძოდ, გ. აბესაძის ქუჩა N 23/1-ში მდებარე სამშენებლო მოედანზე, სადაც 2012-13 წლებში შენობის დემონტაჟი მოხდა, განთავსებული იყო, შპს „ლეგსის“ კუთვნილი წყლის, კანალიზაციის და სანიაღვრე სისტემის პლასტმასის მილები, რომლებიც არ წარმოადგენს ფეთქებადსაშიშ და აალებად პროდუქციას. გარდა ამისა, სამშენებლო მოედანი შემოღობილი იყო სამშენებლო ღობით და სამშენებლო ნაკვეთზე არ გადიოდა ხანძრის გამომწვევი საკომუნიკაციო ქსელები. შესაბამისად, სავარაუდოა რომ ხანძარი გაჩნდა მიზანმიმართულად.

 

 

სამართალდამცველი ორგანოების მიერ გამოძიება უკვე დაწყებულია და თბილისის მერია სრულ მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნულ საკითხზე გამოძიებასთან ითანამშრომლოს"- აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

შეგახსენებთ ძველი თბილისის რაიონში ხანძარი დღეს, დღის პირველ ნახევარში გაჩნდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის დავით გელაშვილის განმარტებით, ხანძრის დროს დაახლოებით 75-80 კვ.მ ფართობი დაიწვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი