ბურკინა ფასოში ტერორისტების თავდასხმის შედეგად 18 ეროვნების სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ "თვითერში" ბურკინა ფასოში საფრანგეთის ელჩი, ჟილ ტიბო წერს. BBC-ის ცნობით, შტურმისას მოკლულია ოთხი მებრძოლი, აქედან ორი სავარაუდოდ, ქალია.
სპეცოპერაციის შედეგად გათავისუფლებულია სულ მცირე 150 ადამიანი, რომელიც თავდასხმის მომენტში სასტუმროში იმყოფებოდა. კომუნიკაციის მინისტრის, რემის დანჯინოუს განცხადებით, მძევლების თავდახსნაში საფრანგეთის სპეციალური ძალები და ბურკინა ფასოს ჯარები იყვნენ ჩართული.
ტერორისტები დედაქალაქ უგადუგუში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ძირითადად, გაერო-ს თანამშრომლები და ტურისტები იმყოფებოდნენ, გუშინ გვიან საღამოს შეიჭრნენ.
თავდაპირველად, სასტუმროსთან ორი ავტომობილი აფეთქდა, შემდეგ კი შეიარაღებულ მამაკაცთა ჯგუფმა, სასტუმროს დაცვის თანამშრომელთა მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, შენობა აიღო.
ტერაქტი ალ-ყაიდასთან კავშირში მყოფი ერთ-ერთი ისლამისტური დაჯგუფების, "ალ-მურაბიტუნის" მებრძოლებმა განახორციელეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.