"ეს არის დივერსია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ" - ასე აფასებენ გაზპრომის საწინააღმდეგო აქციაზე მისული ადამიანები რუსულ ენერგო-გიგანტთან დაკავშირებულ მოვლენებს. საზოგადოების ერთი ნაწილი სახელმწიფო კანცელარიასთან უკვე ორი საათია ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ლოზუნგით გაერთიანებულმა ადამიანებმა ხელისუფლებას კრემლის უმსხვილეს კომპანიასთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
„გაზპრომის შემოშვება ნიშნავს, რომ ჩვენი საკუთარი ხელით ხელს ვაწერთ რუსეთისთვის საკუთარი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის კიდევ ერთხელ ჩაბარებას. ეს არის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ჩვენ ვერ გავიგეთ ახსნა თუ რა საჭიროა გაზპრომის დაბრუნება ჩვენს ბაზარზე, როდესაც უზარმაზარი ძალისხმევა დაიხარჯა იმისთვის, რომ გაზპრომი განდევნილიყო ჩვენი ქვეყნიდან.“ - აცხადებს საქართველოს დიპლომატთა კლუბის წევრი, სალომე სამადაშვილი.
აქციის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ საპროტესტო აქცია შედეგს გამოიღებს და ხელისუფლება იძულებული იქნება „უკან დაიხიოს“.
„მთავრობას მოუწევს საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება და ასევე აუცილებელია, რომ ქვეყნის გარეთაც და მათ შორის რუსეთშიც ხედავდნენ, რომ საქართველოში გაზპრომის შემოსვლას არ შეეგუება საზოგადოების დიდი ნაწილი", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ელენე ხოშტარიამ.
კანცელარიასთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იმყოფებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.