სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია, სავარაუდოდ, მოკლული იპოვეს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე 35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსის პირველ სართულზე აღმოჩინეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სამართალდამცველები ჯერ კონკრეტულ განცხადებას არ აკეთებენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღეა ვერ პოულობენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.