ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც, სავარაუდოდ, მოკლული პროკურორის ცხედარი იპოვეს, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და შინაგამ საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მივიდნენ.
ქავთარაძის ქუჩაზე ქირიას ახლობლები არიან შეკრებილები. მათ იმ კორპუსთან მისვლის საშუალება არ ეძლევათ, სადაც ცხედარი იქნა აღმოჩენილი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია, სავარაუდოდ, მოკლული იპოვეს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე 35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსის პირველ სართულზე აღმოჩინეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სამართალდამცველები ჯერ კონკრეტულ განცხადებას არ აკეთებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.