ირანის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციები მოიხსნა მას შემდეგ, რაც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა დაადასტურეს, რომ მისი ნაბიჯები შეესატყვისება იმ შეთანხმებას, რაც მას ბირთვული იარაღის განვითარებისაგან დაიცავს. ამის შესახებ BBC წერს.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ შეთანხმება წვლილს შეიტანს როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში.
ირანსა და მსოფლიო სახელმწიფოებს შორის ისტორიული შეთანხმება გასული წლის ივლისში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში შედგა.
სანქციების მოხსნა ირანს მილიარდობით გაყინული დოლარის (100 მილიარდზე მეტი) გამოყენებისა და მისი ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვის საშუალებას მისცემს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ ბრძანება გამოსცა, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანისთვის დაწესებული ბირთვულ პროგრამასთან კავშირში მყოფი ეკონომიკური სანქციები მოიხსნა.
ვენაში საუბრისას, სადაც ის მის ირანელ კოლეგასთან მოლაპარაკებებს მართავდა, ქერიმ განაცხადა, რომ ირანმა „მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის ვალდებულება აიღო“, რაზეც ბევრი ვინმე „ეჭვობდა, რომ ის ოდესმე განხორციელდებოდა“.
„მადლობას ვწირავ ღმერთს ამ სიკეთისთვის და გამოვხატავ მადლიერებას იმ სიდიადისადმი, რასაც ირანელი ხალხის მოთმინება ჰქვია,“ განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ „თვითერზე“.
„დღეს, იმ ქმედებების შედეგად, რაც გასული წლის ივლისის შემდეგ განხორციელდა, შეერთებული შტატები, მისი მეგობრები და მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოში უფრო უსაფრთხონი არიან, რადგან ბირთვული იარაღიდან მომდინარე საფრთხე შემცირდა“ - შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი.
„ბირთვულ შეთანხმებაზე ხელმოწერის მიუხედავად, ირანს არ აუღია ხელი მისი ამბიციის განხორციელებაზე, მიიღოს ბირთვული იარაღი და განაგრძობს ახლო აღმოსავლეთში მადესტაბილიზირებელი როლის შესრულებას, განავრცობს ტერორს მთელ მსოფლიოში და არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს“ - ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
„დღეს ობამას ადმინისტრაცია იწყებს ეკონომიკური სანქციების მოხსნას იმ ქვეყანაზე, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოა ტერორიზმის დასპონსორებაში“ - შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელი სპიკერი პოლ რაიენი.
რას მიიღებს ირანი სანქციების მოხსნით?
BBC -ს ცნობით, 2012 წლის შემდეგ სანქციები ირანს, მხოლოდ ნავთობით მიღებული შემოსავლების მხრივ, 160 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა. როგორც კი სანქციები მოიხსნება, ქვეყანას შესაძლებლობა ექნება განაახლოს ნავთობის გაყიდვა საერთაშორისო ბაზრებზე და გამოიყენოს გლობალური ფინანსური სისტემა ვაჭრობისთვის. ირანი მსოფლიოს ნავთობის მარაგების მხრივ მე-4 ადგილზეა. ირანს ასევე შესაძლებლობა ექნება 100 მილიარდზე მეტი ამერიკული დოლარი გამოიყენოს, რომელიც მას საზღვარგარეთ ბანკებში გაყინული ჰქონდა.
თუ ახლანდელი ფასებით ვიხელმძღვანელებთ, სანქციების მოხსნა ირანისთვის ნიშნავს იმას, რომ მან ნავთობის ექსპორტისაგან მისი შემოსავლები შესაძლებელია რომ 10 მილიარდი აშშ დოლარით გაზარდოს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, სანქციების მოხსნის შემდეგ ირანს შეეძლება მისი მთლიანი შიდა პროდუქტი 2016-17 წლებში 5%-მდე გაზარდოს, რაც ახლა თითქმის ნულის ტოლფასია.
რას უნდა მოველოდოთ ირანის ხელახალი შესვლით მსოფლიო ბაზარზე?
ირანი კიდევ ერთხელ ემზადება იმისათვის, რომ მსოფლიო ბაზრებს თავისი ნავთობი მიაწოდოს. როგორც BBC წერს, გლობალური ეკონომიკისთვის ეს, დიპლომატიურ და პოლიტიკურ მნიშვნელობასთან ერთად, წლის ერთ-ერთი ყველაზე მრავლისმეტყველი მოვლენაა. ირანი მსოფლიოში ნავთობის მარაგებით მე-4 ადგილზეა.
ირანის ხელახალი შესვლა მსოფლიო ბაზარზე, ნავთობის ბაზრებისა და ბენზინის ფასების თვალსაზრისით, 2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. მე-2 მსგავსი მოვლენა ისაა, რომ შეერთებულინ შტატები, 1970-იან წლებში ნავთობის კრიზისის დროს დაწესებული აკრძალვიდან 40 წლის შემდეგ პირველად მოახდენს ქვეყნიდან ნავთობის ექსპორტს. ორივე ეს ფაქტი უკვე ნავთობით ჭარბად მომარაგებულ ბაზრებზე თავის გავლენას იქონიებს.
ირანის სურვილია, რომ მის მიერ ამჟამად ერთი დღის განმავლობაში წარმოებული 2.8 მილიონი ბარელიდან წარმოება 2 მილიონით გაზარდოს. შედარებისთვის, საუდის არაბეთი დღეში 10-დან 11 მილიონამდე ბარელს აწარმოებს.
იმ ფონზე, როდესაც საუდის არაბეთი, რომელიც იძლევა სიგნალს იმისას, რომ ის, ირანის მსოფლიო ავანსცენაზე დაბრუნების პირობებში შეინარჩუნებს პროდუქციის წარმოების არსებულ ტემპს - სამეფოს არ სურს დაკარგოს თავისი წილი ბაზრებზე მის ძველ მოქიშპესთან - არ არსებობს საკმარისი სამხილი, რომ ნავთობის ფასის გაზრდაზე ზეწოლას ჰქონდეს ადგილი.
ნედლი ნავთობის ფასი უკვე 32 აშშ დოლარზე ნაკლებია. მხოლოდ მიმდინარე კვირაში მისმა ფასმა დაახლოებით 13%-ით დაიწია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.