ჰასან რუჰანი: ირანმა მსოფლიოსთან ურთიერთობებში „ახალი თავი გახსნა“
17-01-2016, 00:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირანმა მსოფლიოსთან ურთიერთობაში „ახალი თავი გახსნა“, განაცხადა პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ რამდენიმე საათის შემდეგ, რაც თეირანს ეკონომიკური სანქციები მოუხსნეს. სახელმწიფო ტელევიზიის მიერ ციტირებული კომენტარის თანახმად, რუჰანიმ თქვა, რომ ირანთან შეთანხმება არც ერთ ერს არ მიაყენებს ზიანს.

 

 

„თვითერზე“ კი ირანის პრეზიდენტმა განაცხადა: „მადლობას ვწირავ ღმერთს ამ სიკეთისთვის და გამოვხატავ მადლიერებას იმ სიდიადისადმი, რასაც ირანელი ხალხის მოთმინება ჰქვია."

 

 

დასავლეთის უმეტესი მთავრობები მიესალმნენ ირანისთვის სანქციების მოხსნას, მაგრამ ისრაელის პრემიერ მინისტრი დაჟინებით ამტკიცებს, რომ თეირანს კვლავ სურს შექმნას ბირთვული ბომბი.

 

 

„ბირთვულ შეთანხმებაზე ხელმოწერის მიუხედავად, ირანს არ აუღია ხელი მისი ამბიციის განხორციელებაზე, მიიღოს ბირთვული იარაღი და განაგრძობს ახლო აღმოსავლეთში მადესტაბილიზირებელი როლის შესრულებას, განავრცობს ტერორს მთელ მსოფლიოში და არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს“ - განაცხადა ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

 

ნეთანიაჰუს მსგავსად, ირანისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნისადმი სკეპტიკურად არიან განწყობილი ამერიკელი რესპუბლიკელებიც.

 

 

„დღეს ობამას ადმინისტრაცია იწყებს ეკონომიკური სანქციების მოხსნას იმ ქვეყანაზე, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოა ტერორიზმის დასპონსორებაში," ნათქვამია შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელი სპიკერის, პოლ რაიენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

ირანის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციები მას შემდეგ მოიხსნა, რაც ინსპექტორებმა დაადასტურეს, რომ მისი ნაბიჯები შეესატყვისება იმ შეთანხმებას, რაც მას ბირთვული იარაღის განვითარებისაგან დაიცავს. ამის შესახებ BBC წერს.

 


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ შეთანხმება წვლილს შეიტანს როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში.

 


ირანსა და მსოფლიო სახელმწიფოებს შორის ისტორიული შეთანხმება გასული წლის ივლისში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში შედგა.

 


სანქციების მოხსნა ირანს მილიარდობით გაყინული დოლარის (100 მილიარდზე მეტი) გამოყენებისა და მისი ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვის საშუალებას მისცემს.

 


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ ბრძანება გამოსცა, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანისთვის დაწესებული ბირთვულ პროგრამასთან კავშირში მყოფი ეკონომიკური სანქციები მოიხსნა.

 

 

ვენაში საუბრისას, სადაც ის მის ირანელ კოლეგასთან მოლაპარაკებებს მართავდა, ქერიმ განაცხადა, რომ ირანმა „მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის ვალდებულება აიღო“, რაზეც ბევრი ვინმე „ეჭვობდა, რომ ის ოდესმე განხორციელდებოდა“.

 


რას მიიღებს ირანი სანქციების მოხსნით?

 

 

BBC -ს ცნობით, 2012 წლის შემდეგ სანქციები ირანს, მხოლოდ ნავთობით მიღებული შემოსავლების მხრივ, 160 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა. როგორც კი სანქციები მოიხსნება, ქვეყანას შესაძლებლობა ექნება განაახლოს ნავთობის გაყიდვა საერთაშორისო ბაზრებზე და გამოიყენოს გლობალური ფინანსური სისტემა ვაჭრობისთვის. ირანი მსოფლიოს ნავთობის მარაგების მხრივ მე-4 ადგილზეა. ირანს ასევე შესაძლებლობა ექნება 100 მილიარდზე მეტი ამერიკული დოლარი გამოიყენოს, რომელიც მას საზღვარგარეთ ბანკებში გაყინული ჰქონდა.

 


თუ ახლანდელი ფასებით ვიხელმძღვანელებთ, სანქციების მოხსნა ირანისთვის ნიშნავს იმას, რომ მან ნავთობის ექსპორტისაგან მისი შემოსავლები შესაძლებელია რომ 10 მილიარდი აშშ დოლარით გაზარდოს.

 

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, სანქციების მოხსნის შემდეგ ირანს შეეძლება მისი მთლიანი შიდა პროდუქტი 2016-17 წლებში 5%-მდე გაიზარდოს, რაც ახლა თითქმის ნულის ტოლფასია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი