სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ვახტანგ ქირია თბილისში, საბურთალოს რაიონში ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ტერიტორიაზე ამ დრომდე მუშაობს პოლიცია. საქმეს პროკურატურა იძიებს, თუმცა მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. პროკურატურა არც იმის შესახებ საუბრობს თუ რა მუხლით არის საქმე აღძრული.
გავრცელებული ინორმაციით ქირია ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.
ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის ინფორმაციით, სახლი, სადაც საოლქო პროკურორის ცხედარი აღმოაჩინეს, ბოლო 10 წლის განმავლობაში ხშირად ქირავდებოდა. მეზობლების განცხადებით, ბოლოს მათთვის უცნობმა პირმა სახლი დაახლოებით ერთი კვირის წინათ იქირავა.
ვაჟას-ფშაველას მეშვიდე მიკრორაიონში, იქ სადაც ქირიას ცხედარი იპოვეს, სამართალდამცავებმა მეზობლების სახლები შეამოწმეს. საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.