შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, შს მინისტრის მოადგილეები შალვა ხუციშვილი და მერაბ მალანია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში ჩავიდნენ. ისინი რამდენიმე კვირის წინათ მთებში დაკარგული სამი მონადირის - ლევან ჯალალოვის, ავთანდილ და დავით სამხარაძეების მშობლებსა და ნათესავებს შეხვდნენ.
უწყების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე შალვა ხუციშვილმა და მერაბ მალანიამ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვეს. შს მინისტრის მოადგილეებმა დაკარგული ახალგაზრდების მშობლებს სამძებრო სამუშაოების მიმართულებით ამ დროისთვის არსებული ვითარება დეტალურად გააცნეს და დაკარგულების გადაადგილების მარშრუტსა და სავარაუდო ადგილსამყოფელთან დაკავშირებით მათი მოსაზრება მოისმინეს.
მინისტრის მოადგილეებმა დაკარგული მონადირეების ოჯახების წევრებს ასევე განუცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დადასტურებულ ინფორმაციას ფლობს იმის თაობაზე, რომ დროის კონკრეტულ მონაკვეთში რუსეთის ფედერაციაში, დაღესტნის ტერიტორიაზე საქართველოს არც ერთი მოქალაქე საზღვრის უკანონო კვეთის გამო დაკავებული არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, გავრცელებული ინფორმაცია დაკარგული მონადირეების დაღესტანში ყოფნის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
შალვა ხუციშვილმა და მერაბ მალანიამ ახალგაზრდების მშობლებსა და ოჯახის წევრებს მხარდაჭერა აღუთქვეს და კიდევ ერთელ, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შს სამინისტრო მათი შვილების ძებნის ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.