"საქართველოს ხმის" დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული
17-01-2016, 05:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"საქართველოს ხმის" დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება. რაც შეეხება მის მეუღლეს, არსებული ინფორმაციით, ის მოდულის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობა ბიძინა კუჭავამ ჩაიდინა, რის შემდეგაც ის მიმალვას ცდილობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გამოძიება მის კვალზე გავიდა, მან თავი მოიკლა.

  


ასევე, არსებული ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე არსებული სახლი, სადაც პროკურორის ცხედარი აღმოაჩინეს, ბიძინა კუჭავას ჰქონდა დაქირავებული. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ცნობით, სამართალდამცველებმა სავარაუდოდ პროკურორის მკვლელობის საქმეზე "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის სახლი გუშინ გაჩხრიკეს და დაკითხვაზე დაიბარეს მისი მეუღლე. სახლიდან წაღებულია კომპიუტერები, დისკები და მეხსიერების ბარათებიც.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი