„რეფორმატორების" თავმჯდომარე შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია მიმართულია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ძალოვანი სამსახურების უკანონოდ ჩასართავად.
,,კრიმინალური ფაქტების სიმრავლისგან გამომდინარე შს ორგანოების რეორგანიზაციის აუცილებლობა ცალსახად იკვეთებოდა ამ ხნის მანძილზე, თუმცა ხელისუფლებას აქამდე ყოველთვის ჰქონდა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და ცინიკურად მოგვიწოდებდნენ მომეტებულ კრიმინალს მოვკიდებოდით გაგებით. მიმაჩნია, რომ დღეს განხორცილებული მასშტაბური საკადრო ცვლილებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაიგეგმა ერთადერთი მიზნით, რომ საარჩევნო წელს პოლიტიკურად გაკოტრებულმა ხელისუფლებამ წინამორბედების მიერ დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის მსგავსად ძალოვან უწყებებთან ერთად უკანონოდ დააორგანიზონ არჩევნები.'' – ნათქვამია ღლონტის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.