ავსტრიის მთავრობამ შენგენის საზღვრებში თავისუფლად გადაადგილების შეთანხმება დროებით შეაჩერა
17-01-2016, 06:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავსტრიის მთავრობამ შენგენის საზღვრებში თავისუფლად გადაადგილების შეთანხმება დროებით შეაჩერა. ქვეყნაში შემსვლელი უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე მკაცრ სასაზღვრო კონტროლს გაივლის. ამის თაობაზე გაზეთი Oesterreich -ი ავსტრიის კანცლერის ვერნერ ფეიმანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე წერს.

 


ფეიმანმა გაზეთს განუცხადა, რომ ავსტრიას ახლა უფრო მკაცრი, "გერმანიის მსგავსი" სასაზღვრო კონტროლი უნდა ჰქონდეს და მოახდინოს მათი დეპორტირება ვინც ლტოლვილის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემებში არ ჯდება.

 

 

"საზღვრის გადაკვეთისას პუნქტებზე ყველამ უნდა უჩვენოს მესაზღვრეს მოქმედი პირადობის მოწმობა," განაცხადა ფეიმანმა და დაამატა, რომ თუ ევროკავშირი ვერ უზრუნველყოფს გარე საზღვრებზე კონტროლს, ქვეყნებმა თავად უნდა დაიწყონ თავიანთი ეროვნული საზღვრების კონტროლი.

 

 

ავსტრია გეგმავს გამოიყენოს თავისი არმია იმისათვის, რომ შეაჩეროს ლტოლვილების ქვეყნაში შესვლა. ლტოლვილების უმრავლესობა, რომელიც ევროპაში შედის, იმისათვის, რომ თავშესაფრის სტატუსი მიიღოს, ცდილობს გერმანიაში შეღწევას, მაგრამ ამისათვის მათ ჯერ ავსტრიაში შესვლა ესაჭიროებათ.  

 

 

ავსტრიის მთავრობის ნაბიჯი არსებითად იმას ნიშნავს, რომ შენგენის შეთანხმება შესაძლოა სხვა ქვეყნების მხრიდანაც გადასინჯვის საგანი გახდეს. შენგენის სავიზო ზონაში ამჟამად 26 წევრი სახელმწიფო შედის, რომელთა უმრავლესობა ევროკავშირის წევრია, ხოლო 4 ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებული არ არის. 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი