„ადამიანი კანონი თავისუფლებას" თანადამფუძნებელმა გიორგი მღვდელაძემ ტელეკომპანია „იბერიას" გადაცემაში „ბიზნესკოდი" ონლაინ კაზინოების და სათამაშო ბიზნესის საკანონმდებლო რეგულაციებზე ისაუბრა. გადაცემაში, სადაც საუბარი შეეხერო პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას, დაწესდეს მკაცრი რეგულაციები ონლაინ კაზინოების საქმიანობაზე, თემაზე მსჯელობა გაიმართა.
პარლამენტის წევრი თემურ მაისურაძე მომხრეა საერთოდ გაუქმდეს ონლაინ კაზინოები, რომელიც დიდ ზიანს აყენებს ახალგაზრდებს და განსაკუთრებით არასრულწლოვანებს. მისი განმარტებით, არ შეიძლება ბიზნესზე ვისაუბროთ მხოლოდ ბიუჯეტის შევსების წყაროზე. მას სოციალური სარგებელიც უნდა ჰქონდეს.
„ნებისმიერ ბიზნესს აქვს ეკონომიკური ნაწილი და აქვს სოციალური მხარე. თუ სახელმწიფოს შემოსავლები უმცირდება ერთის მხრივ, მოდით სასწორზე მეორე მხარეც დავდოთ. რას კარგავს სახელწიფო. სახელმწიფო ხარჯავს ფულს, რომ ახალგაზრდა დააყენოს ფეხზე, მის განათლებაში იხდის თანხას, მას აქვს უფასო დაზღვევა და ამ დროს ეს ადამიანი იკარგება სოციალურად, როგორც სუბიექტი. ეკონომიკური სივრცისთვის ადამიანი, როგორც მომავლის პერსპექტივის მქონე ადამიანი, და ამას თუ ორივეს სასწორზე დავდებთ, დავინახავთ, რომ სახელმწიფო რაიმეს კი არ იგებს, არამედ სერიოზულად ზარალდება, მით უმეტეს, ისეთ ქვეყანას, სადაც დემოგრაფიული პრობლემა გვაქვს, ახალგაზრდებში გვინდა რომ ავწიოთ განათლების დონე" - განაცხადა „ბიზნესკოდის" პირდაპირ ეთერში, თემურ მაისურაძემ.
ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანი კანონი თავისუფლება" კვლევა წარმოადგინა, სადაც ჩანს რომ 100 გამოკითხული არასრულწლოვანიდან 67 ახალგაზრდა ონლაინ და ოფლაინ კაზინოების მომხმარებელია.
„კვლევის შედეგად გამოიკითხა ასამდე არასრულწლოვანი. 67-მა, კითხვაზე „ხართ თუ არა ონლაინ და ოფლაინ კაზინოების მომხმარებელი", დადებითი პასუხი გასცა. აღნიშნულიდან 49 იყო ონლაინ კაზინოების მომხმარებელი. მათ შორის იყნენ არასრულწლოვანი გოგონებიც. ამ ახალგაზრდების მიჭაჯვულობა ონლაინ თამაშებზე ძალიან ცუდის მანიშნებელია.
პირველ ეტაპზე ჩვენი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ 2009 წელს კანონში შეტანილი ცვლილებები უნდა გაუქმდეს, რომლითაც მათ მოეხსნათ ვალდებულება გადაემოწმებინათ მის დაწესებულებაში შესული ახალგაზრდა ნამდვილად იყო თუ არა სრულწლოვანი. ეს რეგულარიზაცია მოიხსნა და კანონში ჩაიწერა „თუ არსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი...". ანუ თუ არასრულწლოვანი გარეგნობით არის მის ასაკთან შედარებით უფროსი, კაზინო ვალდებულებას იხნის გადაამოწმოს ეს ახალგაზრდა" - განაცხადა გიორგი მღვდელაძემ.
ორგანიზაცია მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრის იმიციატივას და მზადაა ჩაერთოს ამ საკითხის რეგულირების პროცესში, თუმცა პრიორიტეტად საკანონმდებლო ცვლილების გაუქმებას მიიჩნევს.
„მივესალმებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ პირველ ეტაპზე ის ცვლილება, რომელიც 2009 წელს შევიდა კანონში უნდა დაუბრუნდეს ძველ რედაქციას. ანუ დაეკისროთ კაზინოს მეპატრონეებს გადაამოწმონ ყველა პიროვნება, ვინც ამ დაწესებულებაში ხვდება" - განაცხადა გიორგი მღვდელაძემ „ბიზნესკოდის" პირდაპირ ეთერში.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ინიციატივა ონლაინ კაზინოების საქმიანობაზე მკაცრი რეგულაციების დაწესების შესახებ გასული წლის დეკემბერში, საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას გააჟღერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.