შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს
17-01-2016, 09:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატები ირანული კომპანიებისა და ინდივიდების წინააღმდეგ ბირთვული პროგრამის გამო, ახალ სანქციებს აწესებს. აღნიშნულ ინფორმაციას ამ წუთებში BBC ავრცელებს.

 

 

სანქციები ბალისტიკური რაკეტების ახლახან გამოცდის გამო წესდება. ახალი სანქციები 11 კომპანიასა და ინდივიდს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ბირთვულ პროგრამასთან, შეერთებული შტატების საბანკო სისტემის გამოყენებისაგან შეზღუდავს. 

 

 

დღეს ირანის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოხსნის შესახებ მთელი დასავლური მედია სტატიებს და ანალიტიკურ წერილებს აქვეყნებს. მას შემდეგ, რაც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა დაადასტურეს, რომ ირანის ნაბიჯები შეესატყვისება იმ შეთანხმებას, რაც მას ბირთვული იარაღის განვითარებისაგან დაიცავს, მას ეკონომიკური სანქციები მოეხსნა. 

 

 

გარდა ამისა, ირანთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ურთიერთგაცვლით საფუძველზე 4 ამერიკელი ირანელი პატიმრობიდან გათავისუფლდა. მათ შორის იყო "ვაშინგტონ პოსტის" რეპორტიორი ჯეისონ რეზაიანი. მე-5 ამერიკელი ცალკე გათავისუფლდა. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მან 7 ირანელი, რომელიც ამერიკაში სანქციების დარღვევისთვის იყო დაპატიმრებული, შეიწყალა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი