დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო ფრაქცია "უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარების" თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ ფრაქციის წევრების უმრავლესობას და მათ შორის მასაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ისევ თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში კენჭის ყრის სურვილი გააჩნიათ.
ოქრიაშვილი ამბობს, რომ ენზელ მკოიანს ნინოწმინდაში, გოდერძი ბუკიას ხობში, მას კი დმანისში მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი აქვს. ამის შესახებ ოქრიაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, "გოგი ლიპარტელიანს ლენტეხში კენჭისყრა აღარ უნდა", ხოლო ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატს გია გოზალიშვილს ჯერ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული.
"მინდა, დმანისში კენჭი მეოთხედ ვიყარო. ფრაქციის დანარჩენი წევრებიც ჩემს აზრზე არიან. კერძოდ, ენზელ მკოიანი ნინოწმინდაში, გოდერძი ბუკია კი ხობში მაჟორიტარ კანდიდატებად წარდგენას გეგმავენ. გოგი ლიპარტელიანს ლენტეხში კენჭისყრა აღარ უნდა, გია გოზალიშვილი კი ჯერ არ ჩამოყალიბებულა".
ოქრიაშვილმა არ იცის კოალიცია "ქართული ოცნების" მხრიდან ექნებათ თუ არა მათ მხარდაჭერა და წარადგენენ თუ არა მათ ზემოთ დასახელებულ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში უკვე არსებული სახით არ იქნებიან წარმოდგენილი და ახალი კანონის შესაბამისად, მათი სხვა ოლქებთან გაერთიანება მოხდა.
"არ ვიცი, სიებს ვინ ადგენს, მაგრამ ჩვენ პოზიციას არ ვმალავთ", აღნიშნავს ოქრიაშვილი და შეკითხვაზე - თუ "ქართული ოცნებისთვის" მიუღებელი აღმოჩნდით, ოპოზიციურ პარტიებთან ითანამშრომლებთ?- პასუხობს: "მაქვს გეგმა, გავხდე დეპუტატი და გავხდები კიდეც, რადგან მაღალი რეიტინგი მაქვს".
ოქრიაშვილი, გოზალიშვილი, ბუკია, მკოიანი და ლიპარტელიანი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები იყვნენ და კენჭიც სწორედ აღნიშნული პარტიიდან იყარეს. კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ მათ "ნაციონალური მოძრაობის" რიგები დატოვეს და ფრაქცია "უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარები" ჩამოაყალიბეს, თუმცა ისინი პარლამენტში "ქართული ოცნების" აქტიურ მხარდამჭერებად მოიაზრებიან.
რაც შეეხება გოგი ლიპარტელიანს, guardian.ge -ს ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში იგი საპარლამენტო სხდომებს საერთოდ არ ესწრება. ლიპარტელიანი დიდი ხანია უკვე რაც საბერძნეთში, ათონის მთაზე ცხოვრობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.